დავით ჭიჭინაძე - ბახტაძე დანიშვნის დღიდან პრემიერი რომ არ იყო, ეს ფაქტი იყო, ახლა თუ აპირებენ, ისე გახადონ დეპუტატი, რომ თვითონ არ გაიგოს, ეს შეიძლება დავიჯეროთ

მამუკა ბახტაძე დანიშვნის დღიდან პრემიერ-მინისტრი რომ არ იყო, ეს ფაქტი იყო, ახლა თუ აპირებენ, დეპუტატი ისე გახადონ, რომ თვითონ არ გაიგოს, ეს შეიძლება დავიჯროთ,- ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად საზოგადოებამ მამუკა ბახტაძე იხილოს.

ჭიჭინაძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა ბოლომ გაიგო, რომ მთავრობის მეთაური აღარ იყო.

"ბახტაძე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ვფიქრობ, ისე გაუშვეს, ალბათ, თვითონ გაიგო ყველაზე ბოლომ, რომ პრემიერ-მინისტრი აღარ იყო. ის დანიშვნის დღიდან პრემიერ-მინისტრი რომ არ იყო, ეს ფაქტი იყო. ახლა თუ აპირებენ, დეპუტატი გახადონ ისე, რომ თვითონ არ გაიგოს, ეს შეიძლება დავიჯეროთ. ისე, "ქართული ოცნებიდან" ყველაფერი არის დასაჯერებელი,იმიტომ, რომ რაც უფრო მორჩილი კადრებით იქნება დაკომპლექტებული, მით უფრო ბედნიერი იქნება ივანიშვილი, დამიჯერეთ",- განაცხადა ჭიჭინაძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა