ანონსი 12 ივნისი

12 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12 ივნისს, 10:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (c კორპუსი, III სართული)

12 ივნისს, 10:30 საათზე, ინვესტორი, „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: "ინვესტორის მიერ დაგეგმილი პროექტი ჩაიშალა, რადგან, გავლენიანმა პირებმა „ქეშად“ ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვეს".

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 ივნისს, 11.00 საათზე, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მთავრობას მიმართავენ.

მის: ინგოროყვას 7

საკონტაქტო პირი: 557626558; 557575404 დავით გაფრინდაშვილი

12 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 13 ივნისი და ზოოპარკი.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 ივნისს 11:00 საათზე, "სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე" გია ჟორჟოლიანი გამართავს ბრიფინგს თემაზე: შშმ პირთა უფლებები და საკანონმდელო ხარვეზები.

ბრიფინგი ჩატარდება პარლამენტში B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

12 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა. სპორტი და პოლიტიკა.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

12 ივნისს, 11:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბრიფინგს გამართავენ განახლებულ ბიუჯეტთან და კულტურის სფეროში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.

მის: სადგურის მოედანი #2 (თბილისი ცენტრალი)

საკონტაქტო: 577624445

12 ივნისს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)​

12 ივნისს, 11.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე თსუ-ს თანამშრომლის covid-19-ით დაინფიცირების შესახებ მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მე-8 კორპუსი

12 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

12 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)​

12 ივნისს, 12:00 საათზე "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში საბანკო სესხების პროცენტის განახევრებისა და გადავადებული სესხების პროცენტის ჩამოწერის გიორგი ვაშაძისეული გეგმის საჯარო განხილვას გამართავს, რომელსაც მაღალპროცენტიანი სესხების მფლობელები და საბანკო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

მის: მის: ავალიშვილის 8

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

12 ივნისს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ეკოლოგი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, „ანას ბაღის დამცველებთან“ ერთად, კახი კალაძის, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ, საჩივარს შეიტანს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593544333

12 ივნისს, 17:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო