გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

"ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 07:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, შუაფხო, ხარტიშო, ჩარგალი, ოძისი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში საყდრიონი, სიმონიანთხევი, ხევსურთსოფელი, ბალებისხევი, ბოკონი, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფელბში მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა