კელი დეგნანი გორში იმყოფებოდა, სადაც ქალაქის მერს შეხვდა

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გორში იმყოფებოდა, სადაც ქალაქის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერმა სტუმარს აშშ-ს მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და ამერიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში გორის მუნიციპალიტეტში განვახორციელე. მოხარული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გორთან კვლავაც აქტიურად გაგრძელდება,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

შეხვედრის ბოლოს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თანამშრომლობის გაგრძელებაზეც ისაუბრეს და სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა