მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ნიგერიიდან სპეცრეისით სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის, საქართველოს მადლობელია

მოსკოვი მადლობელია საქართველოსი ნიგერიიდან სპეცრეისით სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის და იმედოვნებს, რომ ეს წარმატებული ჰუმანიტარული გამოცდილება მოთხოვნადი იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მეზღვაურებს კონტრაქტი დაუსრულდათ, რუსეთსა და ნიგერიას შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილი იყო, იმ დროისთვის რუსეთის მიერ ნიგერიიდან რეისის საკითხი არ განიხილებოდა. ქართველი კოლეგების თანხმობამ, აეყვანათ რუსეთის მოქალაქეები თავის ბორტზე, მათ საშუალება მისცა, 7 ივნისს ლაგოსიდან თბილისში გამომგზავრებულიყვნენ, სადაც მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიიყვანეს. ამ დროისთვის, სამივე მათგანი საცხოვრებელ ადგილას იმყოფება“ , - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ასეთი სახის ურთიერთთანამშრომლობა არ ყოფილა პირველი.

„ჩვენ დაგვეხმარნენ საქართველოს გავლით, გასულ კვირას, ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებაში, რომლებიც თურქეთში მკურნალობდნენ, ასევე, სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებისას, სულ 173 ადამიანი აპრილში. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებისას“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციის, ასევე თბილისში შვეიცარიის საელჩოსადმი, რომლებმაც მისი თქმით, ეფექტურად უზრუნველყვეს მრავალრიცხოვანი საორგანიზაციო პრობლემების გადაწყვეტაზე შეთანხმება, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან იყო დაკავშირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი გახდა ჰუმანიტარული ურთიერთანამშრომლობის დამყარება, მიუხედავად რუსეთისა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური ვითარებისა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მართებული მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო უბედურებაა. საოცარი იქნებოდა, არ დაველოდოთ მორიგ ასეთ ვითარებას და სრულად გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ყოველდღიურ საფუძველზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება გამოყენებული იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც“ - განაცხადა ზახაროვამ.

მანვე დასძინა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, დახმარებია საქართველოს მოქალაქეებს.

„ასეთი მაგალითი გვაქვს ბრაზილიაში, როდესაც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებმა შექმნეს ოჯახი, აღმოჩნდნენ ბრაზილიაში, დასჭირდათ დახმარება დასაბრუნებლად და ჩვენ დავეხმარეთ ამ ოჯახს, საქართველოს მოქალაქეებს, ისე როგორც ჩვენ მოქალაქეებს. ეს მშვენიერი მაგალითია, რომლებიც საფუძვლად უნდა ავიღოთ და შესაძლოა, სხვა მრავალი პრობლემების მოგვარებასაც შევძლებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა