სერგი კაპანაძე - ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი - მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს მანამ, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, დღეს „ევროპულ საქართველოს“ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები არ ექნება.

„ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა