მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯამში 5 პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 - საკარანტინო სივრციდან, 2 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარებაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.

„ჩვენთან გუშინ 2 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 38 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომაროება, ჯერჯერობით, არ არის სტაბილური, დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობას და ალბათ, პროგნოზი მომავალში იქნება კეთილსაიმედო”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა