გია ჟორჟოლიანი - ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას შევახსენოთ შშმ პირები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოვუწოდოთ, დაიცვას მათი უფლებები

ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას შევახსენოთ შშმ პირები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოვუწოდოთ, დაიცვას შშმ პირთა უფლებები, გადაჭრას არსებული პრობლემები,- აღნიშნულის შესახებ "სოციალ- დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის" პრობლემაზე ისაუბრა.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ასოციაციას კუთვნილ შენობაში შესვლის უფლება არ ეძლევა. დეპუტატი მთავრობას მოუწოდებს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს.

"დღევანდელი ბრიფინგის თემაა 14 ივნისი- შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. ჩვენი მიზანია ხელისუფლებას შევახსენოთ შშმ პირები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოვუწოდოთ დაიცვას შშმ პირთა უფლებები, გადაჭრას არსებული პრობლემები. შშმ პირები კვლავ აწყდებიან ბარიერებს მათ ირგვლივ არსებულ გარემოში, საზოგადოებასა და კანონმდებლობაში. ამასთანავე გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია" არის მშობელთა კავშირი, რომელიც დაფუძნდა 1997 წელს. ორგანიზაცია მუშაობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან,ინტელექტუალური შეფერხებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებთან, რომელთაც უჭირთ დამოუკიდებლად საკუთარი უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის N1089 განკარგულებით, ორგანიზაციას უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,თემქაზე, გია ირემაშვილის ქ.N1 ,ყოფილი 205 საჯარო სკოლა-პანსიონის მესამე სართული ,1012,87 კვ.მ. ფართობი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი,საკადსტრო კოდი: 01.12.03.016.017, სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი ინკლუზიური ცენტრის ასამოქმედებლად. შშმ პირთა ორგანიზაციას დღემდე არ ეძლევა შენობაში შესვლის შესაძლებლობა,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციას მიგებული აქვს სასამართლო დავა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება.

"მშობელთა კავშირი მიჰყვა კანონს, გაიარა სამივე ინსტანცია, მოიგო 3 სასამართლო პროცესი, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში. დღემდე არ მომხდარა კუთვნილი შენობის გამოთავისუფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასოციაცია, ანუ დაზარალებული მხარე გარდა იმისა , რომ იხდის სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს,უხდება უამრავ ბიუროკრატიულ ლაბირინთებთან გამკლავება და ეს პროცესი გრძელდება წლების განმავლობაში, რომელიც არ სრულდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია ასაკაშვილის განმარტებით, ეს არის შშმ პირთა დისკრიმინაცია,სისტემური პრობლემა, არაკოორდინირებული მუშაობა, როცა ილახება შშმ პირთა უფლებები. მიუხედავად იმისა,რომ 3 სასამართლო პროცესი მოიგეს სამივე ინსტანციაში, წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნეს კუთვნილი ქონება,სადაც ნორმალურ პირობებში შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას, ვერ იპოვეს სამართალი. მოვითხოვთ,პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა,საქართველოს მთავრობამ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყველა იმ უწყების ხელმძღვანელმა,ვისაც ევალება შშმ პირთა პრობლემის მოგვარება,პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი, მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ჩვენ „სოციალ-დემოკრატები“ რამდენიმე წელია თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მოვამზადეთ ერთობლივად, კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და მოვამზადებთ ერთობლივ წინადადებებს კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად,"- აცხადებს ჟორჟოლიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა