საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრმა ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა შეწყვიტა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრმა ალექსანდრე მილორავამ 15 დღიანი შიმშილის შემდეგ პროტესტი შეწყვიტა. ალექსანდრე მილორავას განცხადებით, იგი არხის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ თავისუფლად და აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე თანამდებობიდან გადააყენონ. ალექსანდრე მილორავა აცხადებს, აჭარის ტელევიზია ხელისუფლების გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს.

"დღეს შიმშილობის მე-15 დღეა, მოგეხსენებათ რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში დაიძრა ბორდის დათხოვნასთან დაკავშირებით საკითხი. მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა დეპუტატებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მაუწყებელში პოლიტიკური პროცესები შეწყდეს და ხელისუფლების კონტროლი დასრულდეს. ვწყვეტ შიმშილობას და ბორდს ვაძლევ საშუალებას, იმოქმედოს თავისუფლად და თანამდებობიდან გაათავისუფლოს არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოში დადგება და ბრძოლას გავაგრძელებთ იქ",- განაცხადა მილორავამ.

ალექსანდრე მილორავას განცხადებით, გიორგი კოხრეიძე არხზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დევნის და სამსახურიდან უსაფუძვლოდ ათავისუფლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა