აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, CPMR (Conference of Peripheral Maritime Regions) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს.

„CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ. აჭარას უნიკალური სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მსგავსი ინიციატივები კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარის მთავრობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა