გორში, მაღაზია „ემბავუდის“ თანამშრომლის „კოვიდ 19“-ით ინფიცირების წყარო უცნობია, მასთან კონტაქტში მყოფი 8 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება

„ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის ინფიცირებულ მენეჯერთან კონტაქტში მყოფი 8 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა. ქორჩაშვილის ინფორმაციით, 47 წლის ქალმა კლინიკას 31 მაისს მიმართა, სადაც ბრონქიტის დიაგნოზით 3 დღის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა, 3 ივნისს კი სტაციონარი დატოვა.

„აღნიშნულმა პირმა ბრონქიტის ნიშნებით 31 მაისს მიმართა ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ჩატარებული ტესტირებისას მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მკურნალობა უტარდებოდა 3 დღის განმავლობაში, 3 ივნისს კი სტაციონარი დატოვა, თუმცა, რამდენიმე დღეში მდგომარეობა გაურთულდა და კლინიკას კვლავ მიმართა. გუშინ, 11 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კოვიდინფიცირება. დადგენილია ამ პირთან კონტაქტში მყოფთა წრე, 8 ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, პარალელურად, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მიმდინარეობს ნიმუშების აღება და გადაიგზავნება ლუგარის ცენტრში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის, „ემბავუდის“ გორის მაღაზიის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს