ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილის კაპიტალი უკვე მისი სისუსტეა და მასზე ზემოქმედება ადვილია, რაც ვნახეთ, როცა უგულავა ციხიდან გამოაშვებინეს

დღეს ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი არის კარგად ზემოქმედების ბერკეტი მასზე. შესაბამისად, როდის შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ჩააბაროს და გადააბაროს ხელისუფლება რევანშისტებს, მე არ ვიცი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, ის, რომ ივანიშვილზე ზემოქმედებისთვის მისი კაპიტალი ერთ-ერთი მექანიზმია, ამას გიგი უგულავას გათავისუფლება ადასტურებს.

"მესმის, რომ დღეს "ქართული ოცნების" წევრების მომავალი კარიერა გადის ბიძინა ივანიშვილის ასეთი სიტყვებით მოხსენიებაზე. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არც დემოკრატიის გარანტია ამ ქვეყანაში, არც სტაბილურობის აღარ არის. ის არის მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეიძლება დავდგეთ ძალიან დიდი რისკის წინაშე, ეს არის რევანშის რისკი და ჩვენ ვართ დღეს მისი კაპიტალის ტყვეობაში. დღეს მისი კაპიტალი არის კარგად ზემოქმედების ბერკეტი მასზე. შესაბამისად, როდის შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ჩააბაროს და გადააბაროს ხელისუფლება რევანშისტებს, მე არ ვიცი, რადგან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში არც ინსტიტუციების, არც დემოკრატიის, არაფრის გარანტი აღარ არის. ერთადერთი იმის გარანტია, რომ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს რევანში, რადგან მისი კაპიტალი არის უკვე მისი სისუსტე და მასზე ზემოქმედება ადვილია. ჩვენ ეს ვნახეთ უგულავას მაგალითზე, როცა მას უგულავა ციხიდან გამოაშვებინეს," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისათვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა