ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფი M-4 ტიპის შაშხანებით აღიჭურვება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფი M-4 ტიპის შაშხანებით აღიჭურვება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მან თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება. M-4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფები სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. ეს შესყიდვა შესაძლებელი იქნა ჩვენს მიერ, 2006-07 წლებში, ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც დაახლოებით 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა აქცენტი ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინზე“ გააკეთა.

„ეს არის იარაღი, რომლის შესყიდვაც სრულიად წარმოუდგენელი იყო წინა, ე.წ. პროდასავლური ხელისუფლების დროს. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დამატებით განვახორციელოთ ახალი პარტიის შეძენა, რითიც მთლიანად დაკომპლექტდება თავდაცვის ძალები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში.

„ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც არ შეესაბამება სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან