ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია.

როგორც მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.

„დაგეგმილი გვაქვს სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა. ეს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ჩვენს ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრი ფრანგული პროექტით შესყიდულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხო. მისი თქმით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ამ მიმართულების განვითარებას.

„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა