აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების მორიგი აქცია გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების მორიგი აქცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქცია დონორთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება.

„მსგავსი აქციები სისხლის ბანკის შპს „ჰემა 2012“-ის წარმომადგენლების დახმარებით, რამდენიმე წელია ტარდება და ერთგვარ ტრადიციადაც დამკვიდრდა. ამჯერად სისხლის ბანკის მარაგში სისხლი უმაღლესი საბჭოს 20-მდე წარმომადგენელმა ჩააბარა. უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები წელიწადში ორჯერ უერთდებიან სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქციებს სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. დონაციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა, რომელზეც ათ აქტიურ დონორს სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ და შპს “ჰემა 2012“-ის ხელმძღვანელმა ბეჟან ბერიძემ გადასცეს.

50-წლიანი პროფესიული საქმიანობისა და სისხლის სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს სპეციალური „მადლობის სიგელით“ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შპს „ჰემა - 2012“-ის სისხლის სამსახურის უფროსი ექთანი მიმოზა მალაზონია დააჯილდოვა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა სისხლის ბანკის თანამშრომლებსა და დონორებს დონორთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქმე რომელსაც ისინი ემსახურებიან, ყველაზე ძვირფასი ღირებულების, სიცოცხლის გადარჩენისა და ქვეყნის სამსახურია. კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ სტუმარსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სისხლის ბანკთან და უამრავ ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა