ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი დევიზია „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ შეიძინა უწყებამ ჩოხები.

მისი თქმით, ეროვნულ გვარდიას სპეციალური დანაყოფი ჰყავს, რომელიც სპეციალურ ღონისძიებებსა და სპეციალურ ცერემონიალებში მონაწილეობს, მათ შორის უმაღლესი რანგის სტუმრების ვიზიტების დროს დახვედრის ორგანიზებაში.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო 7 წლის მანძილზე ჩოხები არ გამოუცვლია.

„რისთვის შეიძინა ჩოხები თავდაცვის სამინისტრომ - მოგეხსენებათ, ეროვნულ გვარდიას ჰყავს სპეციალური დანაყოფი, რომელიც სპეციალურ ღონისძიებებსა და სპეციალურ ცერემონიალებში მონაწილეობს, მათ შორის ეს დანაყოფი უმაღლესი რანგის სტუმრების ვიზიტების დროს დახვედრის ორგანიზებაში მონაწილეობს. ამას გარდა, ჩვენი საამაყო გმირების, სხვადასხვა ცერემონიალების დროს ხდება ამ დანაყოფის გამოყენება და მოგეხსენებათ, ბოლო 7 წლის განმავლობაში ეს ჩოხები არ გამოგვიცვლია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე განმარტების გაკეთება, იმდენად წვრილმანი საკითხია, მაგრამ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს იყო ეროვნული გვარდიისთვის. ჩემი დევიზი გახლავთ - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“. ჩემი დავალება გუნდისთვის არის შემდეგი, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ ჩვენი ჯარისთვის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო