იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარ სამმართველოში მხარის რწმუნებული მეხანძრე-მაშველებს და ოპერატორებს პირადად გაესაუბრა და მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

„ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ეს არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის ძალიან დიდი რისკის ფასად დგანან ჩვენი ქვეყნის და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე. მათ ძალიან ბევრჯერ გამოავლინეს თავიანთი მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღესვე საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს შს მინისტრის ბრძანებით, სამსახურის უმწიკვლო შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა