რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა

რუსთავიდან თბილისის, კერძოდ სპორტის სასახლის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა. რუსთავიდან თბილისის, კერძოდ, სპორტის სასახლის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა ორი დღით იყო შეჩერებული.

აღნიშნულ ხაზზე დასაქმებული მძღოლები, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური გადასახადის 55 ლარიდან 40 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, თანხას ვერ იხდიან.

კომპანია ,,ინტერტრანსში“ აცხადებდნენ, რომ ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. ,,ინტერტრანსის" ინფორმაციით, კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მათგან აღნიშნული თანხის გადახდაზე კვლავ უარი მიიღეს. დღეს კი მძღოლებმა თანხმობა განაცხადეს, რომ სამუშაო ადგილს დაბრუნებოდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კომპანია ,,ინტერტრანსში“ განუცხადეს, 3 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის დღიურ გადასახადთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში რჩება .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო