მოსამართლე აცხადებს, რომ "როგორც არ უნდა არსებობდეს რწმენა, ეჭვი, ან განწყობა," გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა ვერ დადასტურდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მოსამართლის, მადონა მაისურაძის განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა ვერ დადასტურდა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ ჭანტურიას მიმართ მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

„სასამართლო დღეს აცხადებს სარეზოლუციო ნაწილს და გადაწყვეტილებამდე განვმარტავ, რომ მკვლელობის ნაწილში განაჩენი გამამტყუნებელი არ არის. როგორც არ უნდა არსებობდეს რწმენა, ეჭვი, ან განწყობა, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული“, - განმარტა მაისურაძემ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი დაზარალებული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.

ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა