ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციას პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვს

ოპოზიციას პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვს , - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანების არც სურვილი და არც გამბედაობა. გარდა ამისა, მან ოპონენტებს „პოლიტიკური დეზერტირები“ უწოდა.

„ბატონო ირაკლი, განსაკუთრებით ბატონო გენერლებო, გული არ გეტკინოთ, რომ ასეთ ხალხს გაუხარდეს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელს ძირი გასძვრეს. გული არ გეტკინოთ მათი ასეთი შეფასება იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ. როცა ვსაუბრობ ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებას, სამწუხაროდ, ჩვენს ამ რადიკალურ ოპონენტებს არ აქვთ ამის არც სურვილი, არც გამბედაობა. გამბედაობაზე გამახსენდა ჩემთვის ყველაზე დიდი გულისტკივილი - მე მაშინ უფლებადამცველი ვიყავი და სამხედრო მოსამსახურეების უფლებებს ვიცავდი, როცა ოკუპანტთან მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები დეზერტირებად შერაცხეს. მე მინდა მათ ვუთხრა: საქართველოს სამხედრო დეზერტირები არ ჰყავს, მას ჰყავს პოლიტიკური დეზერტირები“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა