ბოლნისში, სოფელ მუშევანში თვითიზოლაციაში მყოფი 19 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, სოფელ მუშევანში, ეპიდსიტუაცის კონტროლის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების PCR ტესტირება განახორციელეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ეპიდემიოლოგებმა ტესტირება 19 პირს ჩაუტარეს. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, კვლევის პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მკაცრ საკარანტინო ზონაში კვლევებს პერიოდულად ატარებენ.

ცნობისთვის, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში ამ დრომდე კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა