საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი წვევამდელების რეფორმას უკავშირდება. ფრონტოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე; ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება. ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა