ირაკლი სესიაშვილი - ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი,  მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს პოლიტიკური მაზოხიზმია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და ქვეყნის საგარეო საფრთხეებსა და უწყებაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ოკუპაცია და თავისთავად ცხადია, რომ ბევრი რამე არ არის დამოკიდებული თუ როგორ იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ომს არ იგებს ჯარი, ომს იგებს სახელმწიფო, ქვეყანა იგებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ერთობა. მე ყოველთვის ვამბობ და ბოლომდე დავრჩები იმ პრინციპის ერთგული რომ, როდესაც საქმე შეეხება საერთო-ეროვნულ ინტერესს, თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო-ეროვნული ინტერესი აქ ყველას მოეთხოვება კონსოლიდირება საერთო ინტერესებისთვის, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავ დარბაზის მარჯვენა ფლანგზე, რომელთაც გგონიათ, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ უმრავლესობა. არა ბატონებო, ხელისუფლება არის ოპოზიციაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა თან სდევდეს სწორი პოლიტიკური კულტურა. მეორე მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქ თავდაცვის სამინისტრო არის ფლაგმანი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან ფლაგმანები, რომლებიც დღეს მაგალითად ავღანეთსა და აფრიკაში არიან და მათ განსაკუთრებული მადლობა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება და თავად ვამბობ, რომ აქ კონსოლიდაცია გვჭირდება ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩემი გამოსვლა არ იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ მიწევს, რამდენადაც ჩვენი ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერს“ ვგულისხმობ, მუდმივად ცდილობს, დარტყმა მიაყენოს ჩვენს ღირებულებებს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მაზოხიზმი არის, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტს ეჭვქვეშ აყენებ. იმიტომ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და ის ხელისუფლება, რომელიც ამ გზაზე სწორად და შემართებით არ იქნება, ის ვერასდროს ვერ მიიღებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და როდესაც ვიღაცა ამ მიმართულებით კითხვას სვამს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ ოჯახის წინააღმდეგია. ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი და მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს აცდენილია ყველანაირ გონიერებას, ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი კითხვა და ასეთი ეჭვების გამოთქმა, პოლიტიკური მაზოხიზმია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა