წნორის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა

წნორის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის კომპანია ახალი ქსელის ტესტირებას ახორციელებს, რის შემდეგაც 5 000–მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა სტაბილურ, ხარისხიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

„ამ ეტაპზე, ქალაქის მოსახლეობა საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობს. იმის გამო, რომ ადგილობრივებს 90–იანი წლების შემდეგ, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით არ უსარგებლიათ, მოძველებული და ამორტიზებული ქსელი რეაბილიტაციას საჭიროებდა. წნორის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირევლი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტირდა საქლორატორო, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური, დამონტაჟდა თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც წყალმომარაგების სისტემის ავტომატურ მუშაობას უზრუნველყოფს. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა