ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი ფიზიკურ კომუნიკაციას წყვეტს და ონლაინ შეხვედრების ფორმატზე გადადის.

„პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ,“- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად პრეზიდენტის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით