კახა კალაძე - 5 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან - პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ

მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ, ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ცხოველების ღმუილი, უმძიმესი სიტუაცია იყო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე 5 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას.

თბილისის მერმა ყველა იმ მოხალისეს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა.

„5 წელი გავიდა 2013 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო ის ღამე. მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს უბრალოდ რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ, ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ცხოველების ღმუილი, უმძიმესი სიტუაცია იყო, ძალიან მძიმე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული - გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ.

მეორე, მესამე დღეს რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, როცა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი გამოჩნდა, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალეები, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ნამდვილად დასაფასებელია და ყველა იმ მოხალისეს, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ სოლიდარობისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც 2015 წელის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იყო“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა