თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი ინდ-მეწარმეებსა და თერჯოლაში რეგისტრირებული ქონების მფლობელებს შეხვდნენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინდ-მეწარმეებსა და ქალაქ თერჯოლაში რეგისტრირებული ქონების იმ მფლობელებს შეხვდნენ, რომელთა საკუთრებაში ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებული სხვადასხვა ობიექტია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების დასუფთავება, ტურისტული ობიექტებისა და უსახური შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგება იყო.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მეპატრონეთა პრობლემებზე, ისაუბრეს უსახური შენობების მოწესრიგების დროს შექმნილ წინააღმდეგობებზე.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა