„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალი გაიხსნა

„კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ესთეტიკური კლინიკა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებითაა შექმნილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიკური გინეკოლოგიის, კოსმეტოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისებით.

„თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები, პერსონალური სერვისები და განსხვავებული მიდგომები სამედიცინო და ესთეტიკური სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა. ზ. ფალიაშვილის N41-ში მდებარე კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს. პაციენტებს პლასტიკურ ოპერაციამდე შეუძლიათ ისარგებლონ ინოვაციური სერვისით, რომელიც სასურველი ორგანოს 3D მოდელირებას გულისხმობს, რაც მეტ კომფორტსა და უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს. ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს საოფისე გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, კოლპოსკოპიის ფედერაციის უფროსი მადონა ჯუღელი. სიახლეს წარმოადგენს უახლესი თაობის რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch-ი, რომელიც უკონკურენტო ლაზერული მეთოდია საშვილოსნოს ყელის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე - პოსტმენოპაუზური სიმპტომების სამკურნალოდ. პერსონალური და სრულიად ახალი სერვისია სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც სპა პროცედურებსა და მასაჟს აერთიანებს და პაციენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებას ინდივიდუალურად გულისხმობს. კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც პერსონალიზებულ მოვლას სთავაზობენ პაციენტებს. უახლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატი საშუალებას იძლევა, საფუძვლიანად მოხდეს კანის სტრუქტურის შესწავლა და განისაზღვროს მკურნალობა. ესთეტიკურ კლინიკაში მოქმედებს კონსიერჟის სერვისიც, რაც პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაგეგმას ითვალისწინებს. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი ზრუნავს მომხმარებლების ინტერესებზე და სამედიცინო, ესთეტიკურ თუ გამაჯანსაღებელ სერვისებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, მაღალი ხარისხით გთავაზობთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მის: ფალიაშვილის 41. Tel: 2 51 60 60 / Carapsmedline.ge / Info@carapsmedline.ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა