თბილისის მერიასთან აქცია  სახელწოდებით  "შეაჩერე ბეტონი" გაიმართა

თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველების“, ასევე ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა გარემოსდამცველთა ინიციატივით აქცია - "შეაჩერე ბეტონი" გაიმართა. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ ყოველი მეორე შაბათი “მწვანე ბრძოლის დღედ” გამოაცხადონ და დაიცვან გარემო განადგურებისაგან.

"ბევრისაგან განსხვავებით ჩვენ მხოლოდ საარჩევნოდ არ გვახსენდება ეკოლოგია და გარემოს დაცვა. წლების განმავლობაში ვიბრძვით იმისთვის,რომ თბილისი უარეს და უარეს ეკოლოგიურ ზონად არ გადაიქცეს. ჩვენ მოვითხოვთ კალაძისა და ივანიშვილისაგან, შეწყდეს თბილისელების ეკოციდი და ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება დიდი კორუფციული შემოსავლების გამო. იქნება ეს კორპუსებისგან მიღებული შემოსავლი, ქვის კარიერების გახსნა დიღმის ჭალებში, "ანას ბაღის" სამშენებლო პროექტად გადაქცევა თუ სხვა. თუკი ისინი მომავალშიც იგივეს გააგრძელებენ, ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მეთოდით ვიბრძოლოთ საიმისოდ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე. რასაც ისინი საკუთარი შემოსავლის გამო აკეთებენ, ადრე თუ გვიან, სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევთ. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყოველი მეორე შაბათი „მწვანე ბრძოლის დღედ“ გამოვაცხადოთ, მეტი და მეტი შევიკრიბოთ და დავიცვათ გარემო განადგურებისაგან", -განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა