კახა კალაძე - დაახლოებით 15 მარშრუტია, სადაც „პიკის საათებში“, ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა

გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, განსაკუთრებით „პიკის საათებში“, დაახლოებთ 15 ასეთი მარშრუტია, დილით და საღამოს საათებში, როდესაც შეინიშნება ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორშბათს გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გამოიჩინოს სიფრთხილე.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, არაა სასიამოვნო პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, შვილებს, ოჯახს წევრებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ და „აუ რა მაგრები ვართ“ და „გამარჯვებულები ვართ“. არა მეგობრებო, ჩვენ გადავლახეთ და შევძელით ის, რომ ქვეყანაში არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დავამარცხეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების თავიდან დაწესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა