ჩინეთში საწვავის გადამტანი სატვირთოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ჩინეთში საწვავის გადამტანი სატვირთოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაშავებულია 170-ზე მეტია ადმიანი, რომელთაც მკურნალობა უტარდებათ.

შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. თხევადი საწვავით სავსე სატვირთო ჯეძიანის პროვინციაში, ქალაქ ვენლინთან ახლოს ავტომაგისტრალზე აფეთქდა.

მომდევნო აფეთქება კი მაშინ მოხდა, როცა ცეცხლმოდებული სატვირთო მაგისტრალთან მდებარე შენობაში შევარდა. აფეთქებამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია. შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აფეთქების მიზეზს სამართალდამცველები იძიებენ. სამაშველო ოპერაციაში 2 600 ადამიანი ჩაერთო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა