ბოლნისის სოფელ მუშევანში მცხოვრები 4 პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

ბოლნისის სოფელ მუშევანში მცხოვრები 4 პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

29 მაისს, სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული პი-სი-არ ტესტირება ჩატარდა და გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ, გუშინ სწორედ ამ კონტაქტების - 20 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოფელ მუშევანში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირების 79 დადასტურებული შემთხვევაა, სოფელში კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.