ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია

ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრმა დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღო.

მათივე ცნობით, მთელი სეზონის განმავლობაში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი პერიოდულად განხორციელდება.

„ზღვის სანაპირო ზოლში ოთხი სხვადასხვა ადგილიდან ავიღეთ ნიმუშები, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ე.წ. გრეიფრუტის და კუნძულის უბნის პლიაჟები. ზღვის წყალს, როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე ანალიზი ჩაუტარდა . უსაფრთხოა ჩვენი ზღვა. მსგავსი კვლევა თვეში ორჯერ, ორი კვირის ინტერვალით განხორციელდება “ , - განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა