ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ ცხელება აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ 25 წლის, 83 წლის ქალები, 16 წლის გოგონა და 62 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, დაიტესტა 50 წლის მამაკაცი ქუთაისიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის . არც ერთ მათგანს კოვიდ19 არ დაუდგინდა. ისინი დღესვე გაეწერებიან კლინიკიდან”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

























