აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცნობისთვის, სოფელ აბასთუმანში ხანძარი 2 დღის წინ, 13 ივნისს გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შევიდა. მათივე ცნობით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა