გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო რეჟიმი შენარჩუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო რეჟიმი შენარჩუნდა.

დღეიდან, 15 ივნისიდან, ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე უნდა გადასულიყო. ამის თაობაზე უწყებამ ინფორმაცია 12 ივნისს გაავრცელა, თუმცა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულება კვლავ საგანგებო პირობებით განაგრძობს მუშაობას.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან განაახლეს მულტიპროფილური მომსახურება, თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ჰოსპიტალში კვლავ საკარანტინო პირობები ამოქმედდა.

უწყების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი სრულ სამედიცინო მომსახურებას 2020 წლის 1 ივლისიდან განაახლებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად 2020 წლის 28 თებერვლიდან გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა