სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფლების წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული. უწყების ინფორმაციით, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 13 ივლისს დასრულდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი სოფლების ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

მათივე ცნობით, გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვალდებული იქნება სამუშაოები 26 თვეში დაასრულოს. პროექტის დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომლიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს