მოიჯარეებმა, რომლებიც ბათუმში შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს

მოიჯარეებმა, რომლებიც ბათუმში შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს და ტურისტულ სეზონზე საქმიანობისთვის ნებართვის გაცემას მოითხოვენ.

"აუქციონი გადასახადების ზრდას გამოიწვევს. იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა, ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ გაგვიგრძელოს ხელშეკრულებები. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ასევე ვითხოვთ პანდემიასთან დაკავშირებით გაგვიწიონ შეღავათები, "- განაცხადა აქციის მონაწილე ბექა გუგუნავამ.

აქციის მონაწილეების ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. უწყების ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ადმინისტრაციის განმარტებით, აუქციონის პირობების მორგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან უნდა მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა