სახელმწიფო ინსპექტორი - ვიდეო-თვალთვალის მიმართულებით არის გამოწვევები - ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს

არის გამოწვევები ვიდეო-თვალთვალის მიმართულებით. ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ეს ვიდეო-სათვალთვალო სისტემები იწერენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმასაც.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით მოქალაქეთა მომართვიანობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია. მოგვმართა 400-ზე მეტმა მოქალაქემ. ძირითადი დარღვევები იკვეთება ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით. არ არის მკაცრად რეგულირებული ბაზებში შესვლის წესები, იკვეთება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ბაზებთან არასამსახურებრივ წვდომას. ასევე, არის გამოწვევები ვიდეო-თვალთვალის მიმართულებით. ეს ეხება ძირითადად კერძო ორგანიზაციების გარე და შიდა პერიმეტრზე დაყენებულ ვიდეო-სათვალთვალო სისტემებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს სისტემები იწერენ არამხოლოდ გამოსახულებას, არამედ ხმასაც. ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვქონდა მკაცი რეაქცია. მივეცით დავალება, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ამგვარი მოქმედებების განხორციელება და მივეცით ასევე სავალდებულო დავალებები, გამართონ თავიანთი შიდა ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების გარემო,"- განაცხადა თოლორაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა