ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემის და დამცავი კედლების შეკეთება მიმდინარეობს

ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემის და დამცავი კედლების შეკეთება ერთდროულად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქალა-მუზეუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჭეიშვილმა კიბულას ქუჩის მესამე შესახვევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე განახლდება სავალი ნაწილი, ფეხით მოსიარულეთა ნაწილზე დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი, მწვანეყვავილას ქუჩის კვეთასთან და მოსახლეობის ეზოებთან შეკეთდება საყრდენი და დამცავი კედლები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯთბ გოლდენ ეიჯ“ ასრულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა