რუსეთის სასამართლომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯაშუშობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულად ცნო და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთში აშშ-ის საელჩო ველანის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ უწოდა.

„სამართლიანი და გამჭირვალე? არა. მტკიცებულება წარმოადგინეს? - არა. მსოფლიო ამას თვალყურს ადევნებს,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლ ველანი, რომელიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, რუსეთის ერთ-ერთ სასტუმროში 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა