აჭარის მთავრობა სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება

ძლიერმა სეტყვამ ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომისიის წევრები ერთი კვირის ვადაში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

„გუშინ, ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს და ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალება, რომ ოპერატიულად, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეძლონ დაითვალონ ის კონკრეტული ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა. კომისიის შედეგების შესაბამისად, მთავრობაში ვიმსჯელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც კომპენსაციის, ასევე მოსავლის მიღების ნაწილში“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ქედისა და შუახევის სოფლებში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი. შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა