გოგი წულაია ფოთში, სადაც საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად არხებია ამოთხრილი, თევსაჭერი ბადით მივიდა

ფოთში, ლოზუნგით „ქუჩა ჩემი სიამაყე“, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა. წულაია რეკვავას ქუჩაზე, სადაც საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად არხებია ამოთხრილი, თევსაჭერი ბადით მივიდა.

წულაიამ ამ ფორმით ფოთის გზებზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტა.

„ხელისუფლება ასე ზრუნავს მოსახლეობაზე, პალიასტომის ტბაზე აღარ გიწევთ ადგილობრივებს წასვლა, სახლის წინ გაგიკეთათ აუზები. არამარტო ფოთი, არის ქალაქები, რომლებსაც ყველაზე მეტი ფული შეაქვს ცენტრალურ ბიუჯეტში და ცხოვრობენ ასეთ პირობებში. ეს არის უზნეობის მწვერვალი და მეტი არაფერი. თუ ამის შემდეგ კიდევ არ მიაქციეს ყურადღება, ჩამოვალ, მივადგეთ მერიას. გადავკეტოთ გზა, მოვიდნენ და დაგვიჭირონ, რამდენს დაგვიჭერენ? ხელისუფლება თუ არ აიძულე, არაფერი არ გამოვა. არ ელოდოთ ანგელოზებს ხელისუფლებაში, არც მეც არ ვარ ანგელოზი და არც არავინ. ყველა ქვეყანაში ხელისუფლებას აიძულებენ, რომ გააკეთონ რაღაც საქმე. ხომ ხედავთ რა პროტესტებია ამერიკაში, ინგლისში და რა, ჩვენზე მეტად უჭირთ ცხოვრება? თუ ხვალიდან არ დაიწყებს ადგილობრივი მთავრობა აქტიურობას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას, გადავკეტოთ გზა“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა