ბოლნისის მერია სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის მოხსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისის მერია სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის მოხსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელი გეტა გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, 31-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა და სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლებათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გეტას შესასვლელთან პატრულირება დღეიდან დაასრულეს.

„სოფელში იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა, კარანტინის პერიოდში წესების მკაცრად დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ შეახსენა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

„31- დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ სოფელი გეტა დღეს გაიხსნა. ადგილზე ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეპიდემიოლოგები სისტემატიურად ახორციელებდნენ კვლევით სამუშაოებს. რამდენჯერმე განხორციელდა მოსახლეობიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღება. გახსნამდე კი, ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ გაიტესტა სამიზნე ჯგუფები, ტესტირების დადებითმა შედეგებმა კი საშუალება მოგვცა სოფლისთვის წითელი ზონის სტატუსი მოგვეხსნა. საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სასურსათო პაკეტებით ეხმარებოდა, გეტაში სისტემატურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანიაც. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და წესების ზედმიწევნით დაცვისთვის. ასევე მსურს მადლიერება გამოვხატო საპატრულო პოლიციიის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სოფლის საზღვრებს აქტიურად აკონტროლებდნენ. დღეიდან ადგილობრივები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

„სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ეპიდემიოლოგებმა სოფელში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა რამდენჯერმე განახორციელეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა. ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები გადასცა. გეტაში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია. აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა ნარჩუნდება სოფელ მუშევანში, სადაც მუშაობას ეპიდემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა