პრემიერი - მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც წარმატებით და როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ისე უნდა დასრულდეს

საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლოპოტაზე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი კი წარმატებით უნდა დასრულდეს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმატებით და როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ისე უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ამის შემდეგომ უკვე ქვეყანა დგება ახალი გამოწვევის წინაშე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ეს ყველაფერი რომ წარმოგვიდგენია, თუნდაც ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების პარალელურადაა, რა თქმა უნდა, ეს არის ის გამოცდილება, რომლის სისტემატიზაციაც, სტრუქტურირებაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ.

ვფიქრობ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები თქვენთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვთქვათ, ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება. მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ჩვენს მოქალაქეებთან საუბრის დროს, რომ ასეთი გამოწვევების, კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა