ჰუბერტ ქნირში - სიხარულით ვასრულებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას საქართველოში მოგზაურობასთან, აქ ხანგრძლივი არდადეგების გატარებასთან და სხვადასხვა რეგიონში სტუმრობასთან დაკავშირებით

სიხარულით ვასრულებ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას საქართველოში მოგზაურობასთან, აქ ხანგრძლივი არდადეგების გატარებასთან და სხვადასხვა რეგიონში სტუმრობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახთან ერთად მოგზაურობს ყოველ შაბათ-კვირას და უკვე ასრულებენ პრემიერის მოწოდებას.

„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს, რომელიც ბოლო კვირებსა და თვეებში ასე მტკიცედ დაუხვდა კრიზისს, რაც კარგად მეტყველებს მის ხასიათზე. თქვენს ქვეყანაში ცხოვრება დიდ სიმტკიცეს მმატებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა