ნიკა გვარამია - მოვუწოდებ  ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ინფორმაცია

რამდენიმე თვეა გიორგი გაბუნია არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ამ დროისთვის სამყაროს ნომერ პირველი ტერორისტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის კადიროვის შეკვეთით , - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიამ ურაინისა და საქართველოს სამართალდამცავებს მოუწოდა საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია გაასაჯაროონ.

„რამდენიმე თვეა ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი სახე და ჩემი მოადგილე, არა მხოლოდ ჟურნალისტი, არამედ ამ არხის კრეატიული დირექტორი არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ამ დროისთვის სამყაროს ნომერ პირველი ტერორისტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის კადიროვის შეკვეთით. ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის; მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგნენ გასაჯაროების საკითხს, რადგან ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე პრესსამსახურების. რადგან არც უკრაინის და არც საქართველოს სპეცსამსახურების ძალა რუსეთის ტერორიზმთან შედარებით არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც შეიძლება ეს იყოს საჯაროობა“, - განაცხადა გვარამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა