ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით წლის ბოლომდე  60-მდე გზა რეაბილიტირდება

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზვიად გამსახურდიას, ხელაიასა და ჯანაშიას ქუჩებზე და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც გზების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერის განცხადებით, ზუგდიდში 34 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება, წლის ბოლომდე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60-მდე გზა რეაბილიტირდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რეაბილიტირდება 1500 მეტრი გზა. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები, იგება ასფალტის საფარი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 330 000 ლარია.

გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხელაისა და ჯანაშიას ქუჩებზე. ჯამში რეაბილიტირდება 2 კილომეტრამდე გზა. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 1 943 000 ლარით აფინანსებს.

მერი ალერტკარში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 550 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 315 777 ლარია.

ალერტკარის გარდა საავტომობილო გზები 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ეწყობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი