გიორგი გაბუნია - კადიროვის განცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ ვიყავი და  შემომითვალეს - „ფრთხილად იყოს ეგ ადამიანი საზღვარგარეთ რომ დაბოდიალობს, მანდაც ძალიან ადვილია მაგის პოვნაო“, ეს ჯერ კიდევ აგვისტოში იყო

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას უთვალთვალებდნენ და საფრთხე ემუქრებოდა, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიგო.

როგორც გაბუნიამ „ღამის მთავარში“ საუბრისას განაცხადა, თვალთვალი მისმა დაცვის წევრებმა ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლთან შეამჩნიეს.

„აქ არ არის გაბუნია მხოლოდ პრობლემა. ამ ერთი ადამიანის დაკავებით ეს პრობლემა არ ამოიწურა. სამწუხაროდ, სანამ პუტინი ცოცხალი იქნება, ეს საფრთხეც იარსებებს ბოლომდე. სიმპტომი გვაჩვენებს რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. არც მაშინ ვნანობდი და არც ახლა ვნანობ ეს განცხადება რომ გავაკეთე, ამან ბევრი რამის ლუსტრაცია აჩვენა. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება, რა მდგომარეობაში ვართ, საერთოდ რა ქვეყანა ვართ და რა ქვეყანასთან ვცდილობთ ურთიერთობის დალაგებას. ჟურნალისტი გამოდის, ვინც არ უნდა იყოს, გიჟი ვარ, არასწორი გავაკეთე და ა.შ. ვთქვი ჩემი აზრი, დამოკიდებულება და გვერდით სახელმწიფო მკვლელს აგზავნის, რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახდინოს. სად ვართ საერთოდ და რა მდგომარეობაში? როგორ შეიძლება ამის მერე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი, როდესაც სახელმწიფო შუასაუკუნეობრივი მეთოდებით მოქმედებს.

მე ეს არ დამიფიქსირებია, გვერდით რომ მითვალთვალებდეს ვინმე, ამას ვერც შევამჩნევ, თუ რამე თავში არ ჩამარტყეს. ეს ჩემმა დაცვამ შეამჩნია. რა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ, რომ რაღაც საეჭვო მანქანები, საეჭვო ადამიანები განსაკუთრებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან ტრიალებდნენ. მიხვდნენ, რომ ხდებოდა თვალთვალი. ბოლო თვეს მითხრეს, რომ გიორგი, საეჭვო ადამიანები ტრიალებენ შენს გარშემო და ფრთხილად იყავი. მანამდე მოიმატა დაცვის რაოდენობამ. მძიმეა ეს ძალიან, მაგრამ ვიცოდი, რომ თეორიულად შესაძლებელი იყო, რომ სადღაც ვიღაც დადიოდა, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა. ეს მარტივი არ არის, მაგრამ იძულებული ხარ, ამას შეეგუო და შეეჩვიო. მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერი იყო. კადიროვის განცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ ვიყავი და ნიკას საშუალებით შემომითვალეს - „ფრთხილად იყოს ეგ ადამიანი საზღვარგარეთ რომ დაბოდიალობს, მანდაც ძალიან ადვილია მაგის პოვნაო“, ეს ჯერ კიდევ აგვისტოში იყო და თითქმის ერთი წელი გავიდა, აქამდე არაფერი ვიცოდი“, - განაცხადა გაბუნიამ და სპეცოპერაციისთვის უკრაინელ და ქართველ სამართალდამცავებს, მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. უწყება მოუწოდებს, ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა