სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვარკეთილის ბაზრობის მფლობელებთან შეხვედრა დღესვე გაიმართება

სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობის მფლობელთან შეხვედრა დღესვე მოხდება.

როგორც სამხარაძემ შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის კერები აღარ არის და საშიშროებაც მოხსნილია.

„მთავარია, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სრული ლიკვიდაცია. რაც მთავარია დაზიანებული არავინ გვყავს და ხანძარი არც კორპუსზე და არც ბენზინგასამართ სადგურზე არ გადასულა. ახლა ველოდებით შეხვედრას ბაზრის მფლობელთან, ავკრეფთ ინფორმაციას და დავიწყებთ ხალხთან მუშაობას. ხანძრის კერა აღარ არის და არც საშიშროებაა. ყველაფერი არ არის დამწვარი, შიგნით სპეციალისტები მუშაობენ. ვერ მოგცემთ ინფორმაციას სრული დაზღვევა იყო თუ არა ობიექტების“, - განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს